You are using an outdated browser. For a faster, safer browsing experience, upgrade for free today.

ჩვენ შესახებ

რას ვემსახურებით

ჩვენ შესახებ

REA 2026 წელს დაფუძნდა, როგორც ახალი ძალა ქართულ ბიზნესში. ჩვენ არ ვეყრდნობით წარსულს, ჩვენ ვქმნით მომავალს! ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ საცალო ვაჭრობისა და ელ-კომერციის სექტორი, შევქმნათ დიალოგის მძლავრი პლატფორმა სახელმწიფოსთან და დავნერგოთ თანამედროვე სტანდარტები.

როგორც ბიზნესის ხმა, REA აქტიურად აჟღერებს სექტორის გამოწვევებსა და საჭიროებებს. ჩვენ ვაერთიანებთ წამყვან საცალო სავაჭრო კომპანიებსა და ელექტრონული კომერციის პლატფორმებს, რათა დავიცვათ მათი უფლებები და ერთობლივად ვიზრუნოთ ინდუსტრიის შემდგომ განვითარებაზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ გამჭვირვალე, სამართლიან და კონკურენტუნარიან ბიზნესგარემოს საქართველოში. გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან აქტიური ადვოკატირებით, ჩვენი მისიაა ინდუსტრიული სტანდარტების დამკვიდრება და ცოდნის გაზიარება, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, სექტორის მდგრად განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

ხელმძღვანელობა

მმართველი საბჭო

თამარ გოგოლაშვილი

თამარ გოგოლაშვილი

ასოციაციის თავმჯდომარე

ციფრული საკურიერო და ლოგისტიკური კომპანია OnWay-ს დამფუძნებელი და დირექტორი. ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. ელ-კომერციისა და ლოგისტიკის სექტორში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, ის აქტიურად მუშაობს ინდუსტრიის სტანდარტების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ჩვენი ხედვა

ძლიერი ბიზნესი — ძლიერი ეკონომიკისთვის

ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული წევრი კომპანიის წარმატება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. შემოგვიერთდით და გავაძლიეროთ სექტორი ერთად!