მონაცემთა შეგროვება „საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია“ (REA) პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას. ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ პერსონალურ თუ კორპორატიულ მონაცემებს, რომლებსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით საიტზე არსებული ფორმების (მაგ: წევრობის განაცხადი, საკონტაქტო ფორმა) შევსებისას. ეს მონაცემები შეიძლება მოიცავდეს: სახელს, გვარს, კომპანიის დასახელებას, ელ-ფოსტასა და ტელეფონის ნომერს.
მონაცემთა გამოყენების მიზანი თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:
მონაცემთა დაცვა და გაზიარება ჩვენ ვიცავთ თქვენს მონაცემებს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნათა სრული დაცვით. REA არ ყიდის და არ გადასცემს თქვენს მონაცემებს მესამე პირებს კომერციული მიზნებისთვის. მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თქვენი უფლებები თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ჩვენს ბაზაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა. ამისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებული საკონტაქტო არხების (ელ-ფოსტის) საშუალებით.
მზა-ჩანაწერები (Cookies) ჩვენი ვებგვერდი იყენებს ე.წ. "Cookies" რათა გავაუმჯობესოთ საიტის ნავიგაცია და მომხმარებლის გამოცდილება. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით მზა-ჩანაწერების გამოყენებას.