REA - საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია: ახალი პლატფორმა სექტორის ერთიანი განვითარებისთვის
ბოლო წლებში საქართველოში საცალო ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია სწრაფად ვითარდება. იზრდება როგორც ონლაინ მაღაზიების რაოდენობა, ისე მომხმარებლის მოლოდინები, იცვლება ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი რეგულაციები და გამოწვევები. თუმცა, ამ დრომდე სექტორს არ ჰყავდა ერთიანი ორგანიზაცია, რომელიც ბიზნესის ინტერესებს გააერთიანებდა, სისტემურ პრობლემებზე იმუშავებდა და ინდუსტრიის განვითარების პროცესში აქტიურ როლს შეასრულებდა.
სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა REA - საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია (Retail & E-commerce Association) - ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს დარგის წარმომადგენლებს, იცავს მათ ინტერესებს და ქმნის საერთო პლატფორმას საცალო და ელექტრონული კომერციის მდგრადი განვითარებისათვის.
რატომ გახდა REA-ს შექმნა აუცილებელი?
ელექტრონული კომერცია აღარ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზიები. დღეს ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს საცალო ვაჭრობას, ლოგისტიკას, გადახდის სისტემებს, ტექნოლოგიურ პლატფორმებს, მარკეტინგს, მომხმარებელთა მომსახურებასა და სახელმწიფო რეგულაციებს.
სექტორის ზრდასთან ერთად გაჩნდა საკითხები, რომელთა გადაჭრაც ინდივიდუალური კომპანიებისთვის რთულია - საკანონმდებლო ცვლილებები, ინდუსტრიული სტანდარტები, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა უფლებები, ბაზრის კვლევები და ბიზნესისთვის საჭირო ცოდნის გაზიარება. REA სწორედ ამ მიზნით შეიქმნა - გახდეს ბიზნესის საერთო ხმა და იმუშაოს იმ საკითხებზე, რომლებიც მთელი ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავს.
ასოციაცია:
აერთიანებს საცალო და ელექტრონული კომერციის სექტორის წარმომადგენლებს;
იცავს წევრი კომპანიების ინტერესებს;
ახორციელებს ადვოკატირებას სახელმწიფო უწყებებთან;
მონაწილეობს რეგულაციების ფორმირების პროცესში;
ხელს უწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას;
მუშაობს სექტორის გრძელვადიან განვითარებაზე.
ერთიანი ეკოსისტემა საცალო და ელექტრონული კომერციისთვის
REA-ს ხედვა ეფუძნება იდეას, რომ ტრადიციული საცალო ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია ერთმანეთის კონკურენტები კი არა, პარტნიორები არიან.
ასოციაციის მიზანია:
ხელი შეუწყოს ფიზიკური მაღაზიების ციფრულ ტრანსფორმაციას;
შექმნას უფრო ძლიერი კავშირები ონლაინ პლატფორმებს, ლოგისტიკურ კომპანიებსა და საცალო ბიზნესებს შორის;
დაამკვიდროს ინდუსტრიული სტანდარტები, რომლებიც თანაბარ შესაძლებლობებს შექმნის ყველა მოთამაშისთვის;
განავითაროს თანამშრომლობა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის.
REA-ს თავმჯდომარე თამარ გოგოლაშვილია, რომელიც ასევე კომპანია ,,ონვეის” დამფუძნებელია და ელექტრონული კომერციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
- რატომ გახდა REA-ს შექმნა მნიშვნელოვანი სწორედ ახლა?
"ბოლო წლებში სექტორი ძალიან სწრაფად გაიზარდა, თუმცა მისი განვითარება ბევრ შემთხვევაში ცალკეული კომპანიების ძალისხმევაზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი მსგავს გამოწვევებს ვაწყდებოდით, არ არსებობდა სივრცე, სადაც ამ საკითხებზე ერთობლივად ვიმუშავებდით.
REA სწორედ ამ სიცარიელის შესავსებად შეიქმნა. გვინდა, რომ ასოციაცია გახდეს ადგილი, სადაც ბიზნესი არა მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრებს, არამედ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანდება და სექტორის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს."
რა იქნება ასოციაციის მთავარი როლი?
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, სექტორის ხმა იყოს უფრო ძლიერი. გვინდა, კომპანიებს ჰქონდეთ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ასოციაცია იმუშავებს როგორც რეგულაციების გაუმჯობესებაზე, ასევე ცოდნის გაზიარებაზე, ბაზრის კვლევებზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. საბოლოო მიზანი არის უფრო ჯანსაღი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა."
- ვის შეუძლია REA-ში გაწევრიანება?
"ასოციაცია მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის არ იქმნება. პირიქით, გვინდა, რომ ეკოსისტემაში თავისი ადგილი ჰქონდეს ყველას: სტარტაპებს, მცირე ონლაინ მაღაზიებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, საშუალო ბიზნესებს, მსხვილ რითეილერებსა და სერვის-პროვაიდერებს.
სწორედ ამიტომ შევქმენით წევრობის რამდენიმე განსხვავებული დონე, რათა თითოეულმა კომპანიამ საკუთარი საჭიროებების შესაბამისი ფორმატი აირჩიოს."
წევრობის სამდონიანი მოდელი
REA-ში წევრობა სამ განსხვავებულ კატეგორიად იყოფა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მათი ზომისა და საჭიროებების მიხედვით აირჩიონ შესაბამისი ფორმატი.
სტრატეგიული საბჭო
განკუთვნილია ბაზრის ლიდერი კომპანიებისა და მსხვილი მოთამაშეებისთვის.
წევრები იღებენ შესაძლებლობას:
მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტებისა და რეგულაციების ფორმირებაში;
ჰქონდეთ ხმის უფლება ასოციაციის საკონსულტაციო საბჭოში;
მონაწილეობდნენ სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში;
პირდაპირ ითანამშრომლონ სახელმწიფო უწყებებსა და მარეგულირებელ ორგანოებთან;
დაესწრონ დახურული ფორმატის შეხვედრებს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
კორპორატიული წევრობა
განკუთვნილია საშუალო ბიზნესებისთვის, ონლაინ მაღაზიებისა და სერვის-პროვაიდერებისთვის.
მათთვის ხელმისაწვდომი იქნება:
B2B პარტნიორული ქსელი;
მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებსა და კომიტეტებში;
საკუთარი სერვისების წარდგენა ასოციაციის წევრებისთვის;
ნეთვორქინგ ღონისძიებები და ბიზნესფორუმები;
ექსკლუზიური ბაზრის კვლევები, ანალიტიკა და ინდუსტრიული ანგარიშები.
მცირე და საშუალო ბიზნესი
განკუთვნილია სტარტაპებისთვის,